გოგონა, რომელმაც აქციის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს

გოგონა რომელმაც 20-21 ივნისს მიმდინარე აქციის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გოგონას ჰოსპიტალთან ბუშტებითა და ყვავილებით ხალხის ჯგუფი დახვდა.

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, რის გამოც მან თვალი დაკარგა.