დავით ბოსტაშვილის სახელობის თასის გათამაშება

რუსთავში, მოცურაავებს შორის დავით ბოსტაშვილის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თბილისის 6 გუნდმა და 40-მა რუსთაველმა სპორტსმენმა მიიღო. გამარჯვებულები 4 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ 40 ოქრო , 40 ვერცხლი და 40 ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. შეჯიბრში მონაწილეობას 2003-2012 წლის ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები იღებდნენ.