დარბევის დროს დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

20 ივნისის ღამეს აქციის დარბევის დროს დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.
ორივეს დაკარგული აქვს მხედველობა. ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება.

კლინიკებში ამ დროისთვის 23 ადამიანი რჩება.