დღეს ლომისობაა

დღეს ლომისობაა. ლომისობა დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მომლოცველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.