თბილისში ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს.
ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრა ბასრი საგნით, წინასწარი განზრახვით მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.