თეთნულდზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა

სვანეთში, თეთნულდზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც 58 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

მაშველებმა ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადაასვენეს.