ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვა.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.