ისანში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.









