სოციალური კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესს მოჰყვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სააღმზრდელო დაწესებულებებში ჯგუფების სიმცირისა და ბაღების გარეშე დარჩენილ ბავშვთა პრობლემებზე ისაუბრეს რასაც შელაპარაკება მოჰყვა . ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს .
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა , ეკა ხუციშვილმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა მიმდინარე წელს ხუთი დამატებითი სააღმზრდელო ჯგუფები გაიხსნა, რის შედეგადაც 3-6 ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრაცია განცხადებების საფუძველზე გაიმართა და აღსაზრდელები წარმატებით ჩაირიცხნენ. გამონაკლისია 2-3 წლიანი ასაკობრივი ჯგუფები , სადაც რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობს . ამ ეტაპზე ბაგა-ბაღებით დასაკმაყოფილებელ ბავშვთა რაოდენობა 720-ია რაც გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული და პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები მომავალშიც გადაიდგმება.