მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ქალაქის მერი იმყოფებოდა (+ფოტო)

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი რუსთავი“-ს სარეაბილიტაციო პროცესი ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოინახულა. ყოფილი „მეტალურგიის საავადმყოფოს“ შენობა უკვე ერთი წელია რაც მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის მფლობელობაშია. ამ ეტაპზე კლინიკის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატებით იქნება აღჭურვილი. იგეგმება უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც, კლინიკა მრავალპროფილური იქნება და მისი ოფიციალური სახელწოდება „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი რუსთავია“.

დღევანდელი მდგომარეობით, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” მიერ გაწეული მომსახურებების ღირებულების 70%-მდე სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება, ქიმიო და სხივური თერაპიის მომსახურება კი 80%-ით. ისეთ სერვისებზე, რაზეც საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება, მაგალითად რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, მოქმედებს რეფერალური სამსახურის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებები, სწორედ ამიტომ, სამედიცინო ცენტრით სარგებლობა თითოეული რუსთაველისთვის საკმაოდ შეღავათიანი იქნება.