მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა.

იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.