მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. ასამბლეის წარმომადგენელების განცხადებით, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.