მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი საკუთარი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. პირველ სამუშაო დღეს, მერის რანგში, დარგალი მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ამ წუთებში, ქალაქის მერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს ხვდება. გაცნობითი სახის სამუშაო შეხვედრაზე, დამსწრეები მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობენ.