მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

მატარებელი მამაკაცს დაეჯახა შემთხვევა ჩაქვთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სარკინიგზო ლიანდაგს კვეთდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. მემანქანემ დამუხრუჭება მოასწრო, მამაკაცმა შეჯახებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.