მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში ხიდიდან მდინარე დოლრაში ავტომობილით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მაშველებმა ისინი ​ავტომობილში ნახეს. არსებული ინფორმაციით ერთი გარდაცვლილი უკვე ამოყვანილია, მეორეს ამოყვანა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.