მე-16 მიკრორაიონის მეორე კორპუსში სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე სახლში მოხუცი ქალბატონი ჩაიკეტა, რომელსაც კარებთან მისვლა არ შეეძლო. მაშველებმა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შესვლა ფანჯრიდან მოახერხეს.
ხანშიშესულ ქალბატონს სამედიცინო დახმარება სჭირდება.