მე-20 მიკრორაიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვნეს (+ფოტო)

რუსთავში , საცხოვრებელ სახლში 35 წლამდე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვნეს. შემთხვევა მე-20 მიკრორაიონში მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, დანიშნულია ექსპერტიზა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.