მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში

კიდევ ერთი მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გულ-მკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივები მომხდარს წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები.