ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის ტურისტულ ემბარგოს გამოეხმაურა- “მეგობრებო ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. პუტინის თავს დაესხა საქართველოს ეკონომიკას და აკრძალა ფრენები რუსეთიდან საქართველოში. სამწუხაროდ, ეს იმოქმედებს ბევრი ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავალიც სწრაფად შემცირდება, ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება, მაგრამ დიდი ხნით არა. საბედნიეროდ, საქართველოს ბოლოს და ბოლოს აქვს შანსი, ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინოს და ტურიზმის სტრატეგია წინ წაწიოს დამოუკიდებელი და მდგრადი მომავლისთვის. სანამ ეს მოხდება, ჩვენი მოქალაქეები უნდა გადარჩნენ, ამიტომ ქართველებმა დაიწყეს კამპანია #იმოგზაურესაქართველოში” — წერს ის ფეისბუქზე.