რუსთავის საქალაქო სასამართლო , ბიძის მიერ 12 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ექიმი ფსიქიატრის თამარ ალადაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს.
მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ , რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, რუსთავში მცხოვრებმა ვალერი ირემაძემ 12 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე მოკლა. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 9 თებერვალს ვალერი ირემაძე მეგობრებმა და მეუღლემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მიიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებდნენ, პაციენტის მიღებაზე ადგილების არქონის გამო უარი უთხრეს.