მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ექიმს ბრალი წარედგინა

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრს ბრალი წარედგინა.ექიმს ბრალი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა რაც სამსახურის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შეგახსენებთ მიმდინარე წლის 10 თებერვალს,რუსთავში მცხოვრებმა ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე ცივი იარაღით მოკლა.მკვლელობამდე ერთი დღით 9 თებერვალს, ვალერი ირემაძე მეგობრებმა და მეუღლემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მიიყვანეს,თუმცა ,მათი თქმით, ადგილების არ ქონის მიზეზით პაციენტს დაწესებულებაში განთავსებაზე უარი ეთქვა.