მაღაზია “აიპლიუსის” კომუნიკაციის მენეჯერის განცხადებით, მძარცველმა რამდენიმე წუთით, მძევლად აიყვანა “აიპლიუსის” ერთ-ერთი კონსულტანტი და თანხას და ტექნიკას ითხოვდა.
ამ დროისთვის იკითხება დაკავებული და ყველა ის თანამშრომელი, ვინც ამ ინციდენტს ესწრებოდა.
მენეჯერი თქმით, დაზიანებულია ტექნიკა, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.
მისივე ინფორმაციით, მძევლად აყვანილი გოგონა ფსიქოლოგიურ სტესშია.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ პეკინის ქუჩაზე “აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველი შეიჭრა, რომელიც სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.











