ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად . დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, აღნიშნული პირი კი დააკავა. გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.