ოლიმპიური გარბენი რუსთავში (+ფოტო)

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით რუსთავში ოლიმპიური გარბენი გაიმართა .პროფესიონალმა და მოყვარულმა 50-მდე სპორტსმენმა სტარტი სასტუმრო ” რუსთავის” ტერიტორიიდან აიღო და შეჯიბრი მერიის მიმდებარე ტერიოტორიაზე დასრულა. ფინიშის ხაზი პირველად, მოყვარულმა სპორტსმენმა ირაკლი ჯანაშიამ გადაკვეთა. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და ოლიმპიური წიგნებით დაჯილდოვდნენ.