ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ბალანჩივაძის ქუჩაზე (ფოტო)

ბალანჩივაძის 2 ნომერში, პირველი სართულის მიშენებაზე, პოლიეთილენის პარკებსა და მუყაოს ქაღალდებს ცეცხლი გაუჩნდა.

სახლში არავინ იმყოფებოდა, რამაც საშიშროება შექმნა ცეცხლი ფანჯრებზე გადასულიყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახდინეს.
შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა.