პარლამენტის თანამშრომლებმა თხოვნის საფუძველზე შენობა დატოვეს. შენობიდან გასვლა სთხოვეს იქ მყოფ ჟურნალისტებსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობის დაცლაზე მითითება მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან მიიღეს.
შეგახსენებთ, დღეს, 19.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება.









