პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სცენა და აპარატურა წაიღეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სცენა და აპარატურა წაიღეს.

რის გამოც, ადგილზე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პარლამენტის შენობასთან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.

აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია, ისინი 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

შეგახსენებთ, 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.