პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.
მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც დღის წესრიგში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის განხილვას შეეხებოდა.
ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.