პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა და მადლობა გადაუხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას ბიძინა ივანიშვილი დალოცა და მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს”-განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას მადლობა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, რომელმაც ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.