პუტინს ვაწუხებთ ხალხო, ტყუილად არ ვდგავართ აქ- აქციის მონაწილეები პუტინის ბრძანებას გამოეხმაურნენ

ვლადიმერ პუტინს ვაწუხებთ ხალხო, ტყუილად არ ვდგავართ აქ,-ასე გამოეხმაურნენ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.

“ვაწუხებთ მეგობრებო, ტყუილად არ ვდგავართ აქ. მოუწევთ რუს ტურისტებს ავტობუსებით სიარული. ვერავითარი პუტინი ჩვენ უკან ვერ დაგვახევინებს”, – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა. აღნიშნულ განცხადებას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.