რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ნიკო ჯელაძეს ეძებენ. როგორც დაკარგულის ბიძამ მალხაზ ჯელაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა.
ოჯახისვე ცნობით, შესაბამისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე უშედეგოდ. სხვა დეტალები უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები დაკარგული ახალგაზრდა კაცის პოვნამდე არ შეწყდება.