რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შედგა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობად მიიღო ინფორმაცია საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ.

კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ცესკოს სხდომის ოქმში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს, 9 ივნისს. წელს 9 ივნისი, უქმე დღეა შესაბამისად აღნიშნული პირები საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას მომდევნო დღიდან, 10 ივნისიდან დაიწყებენ.