რუსეთის ფედერაციის საბჭოს უშიშროების კომიტეტის წევრი ფრანც კლინცევიჩი არ გამორიცხავს, რომ ავიამიმოსვლის აკრძალვის გარდა, მოსკოვმა თბილისთან მიმართებაში დამატებით ზომები მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ დამატებითი საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს, რომელიც სცდება ტურისტულ ემბარგოს“, – წერს კლინცევიჩი სოციალურ ქსელში.