რუსეთმა 76 ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო ვერტმფრენები შეიძინა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაციისგან“ ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები შეიძინა. ხელშეკრულება სუ-57 ტიპის 76 ავიაგამანადგურებლისა და მი-28HM ტიპის 98 ვერტმფრენის შეძენას ითვალისწინებს. შესაბამისი განკარგულება კრემლის ლიდერმა ჯერ კიდევ გასულ თვეს გასცა.
„გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაციის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზის მიხედვითნ , ავიაგამანადგურებლებს რუსეთი 2019 წლის ბოლომდე მიიღებს.