რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე,პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მიმდინარეობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა