რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა.
102 დაშავებული ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.
აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.