რუსთაველი მოკრივეები ნიკოლოზ ბეგაძე და ლაშა გურული ქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე იმყოფებიან.
ნიკოლოზ ბეგაძემ საკმაოდ ძლიერი უკრაინელი მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.
ის აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას, მისი შემდეგი მეტოქე ადგილობრივი მოკრივე იქნება. ბეგაძე მოწინააღმდეგის დამარცხების შემთხვევაში, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს.
რაც შეეხება, ლაშა გურულს მან თამაშზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. რუსთაველი მოკრივე შემდეგ ტურში თურქეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება, რომელიც ლაშა გურულმა ევროპის 22 წლამდელთა ჩემპიონატზე, ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა.