ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის მერიამ ბავშვებს 1 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში მიულოცა. ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილი გოჩა ლორია იმყოფებოდა, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს მიმართა. მოზარდთა განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიება სიმბოლურად, ტორტის დაჭრითა და სათამაშოების გადაცემით დასრულდა.