რუსთავის მერიაში კომისიის სხდომა მიმდინარეობს

რუსთავის მერიაში კომისიის სხდომა იმართება, რომელზეც მუნიციპალურ ტრანსპორტზე კონკურსის გამოცხადების პირობების შესახებ მსჯელობენ.

კომისიას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე უძღვება.

კონკურსის გამოცხადება 10 ერთეულ ავტობუსზეა დაგეგმილი, რომლებიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაზიდვებს შეასრულებენ.
სხდომას თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას კომისიის წევრებს უზიარებენ და საერთო საკონკურსო პირობებზე მსჯელობენ.