რუსთავის ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსთავის მტკვრის მარცხენა სანაპიროს დიდ ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.
კომპანია ენერგო-პრო-ჯორჯიას განცხადებით გათიშვა ავარიულია და ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენა მიმდინარეობს.
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე რამდენიმე საათია შეზღუდული აქვს.არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია თუ რა დრო დასჭირდება ელექტროენერგიის სრულად აღდგენას.