საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში სტუმრად, დინამო ბათუმს დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგისას ბაზაზე საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ბათუმელთა გატანილი გოლის შემდეგ, ნიკა ყიფიანმა გაათანაბრა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე ბათუმელთა მეკარე კარიდან გამოვიდა, რა დროსაც მას თანაგუნდელმა ბურთი უკან დაუგორა და ცარიელ კარში შეგორდა, თუმცა ალავიძემ ხაზის გადაკვეთის შემდეგ ბურთის გამოტანა შეძლო და მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
საბოლოოდ მატჩი 2:1 დინამო ბათუმის გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, “რუსთავი” 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება.