რუსთავი ელექტროენერგიის გარეშე დღეს მეორედ დარჩა

მარცხენა სანაპიროს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია ასევე არ მიეწოდება რუსთავის მერიის შენობას.

კომპანია ენერგო-პრო-ჯორჯიას წარმომადგენლის გაცხადებით, გათიშვა ავარიულია და ელექტროენერგია ერთი საათის განმავლობაში სრულად აღდგემა.

შეგახსენებთ დღეს დილით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შარტავას და ქუთაისის ქუჩებს, ასევე მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს.