რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა(+ფოტო)

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო არ გახდა.

აღნიშნულმა სიტუაციამ ავტობანზე საავტომობილო შეფერხება გამოიწვია.