რუსთავში ბანაკს უცხოელი ახალგაზრდები ეწვევიან (+ფოტო)

რუსთავის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სიქას” შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც რუსთავში 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდები ესტუმრებიან. მოზარდთა ასაკობრივი ჯგუფი 11–13 წელია, ისინი რუსთავში ლიდერებთან ერთად ჩამოვლენ.

მსგავსი ხელშეკრულება წინა წლის ზაფხულშიც არსებობდა, რა დროსაც ქართველ თანატოლებთან ერთად, სკაუტურ ცენტრში ესპანეთიდან, იტალიიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ახალგაზრდები ერთობლივ პროგრამებში იყვნენ ჩართული. ხელშეკრულებას ხელი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, ნინო ქვირიამ და “სიქას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგა პაიჭაძემ მოაწერეს.