2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ – „რუსთავში 2 ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება“.
პრემიერის ანგარიშის მიხედვით, ქსნის #15 და #19 დაწესებულებების 4 ნაწილად გაყოფა იგეგმება, ასევე დაგეგმილია ლაითურის ციხის რეკონსტრუქცია.
„რუსთავში 2 ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება (120 და 700 მსჯავრდებულზე განსაზღვრული) გაიხსნება.
ლაითურის ციხის ხელახალი პროექტირება დასრულდება 2019 წლის ივნისისათვის და რეკონსტრუქცია დაიწყება 2019 წლის ბოლოს. ქსნის #15 და #19 დაწესებულებების ტერიტორია გაიყოფა 4 ნაწილად და შეიქმნება 3 ახალი დაწესებულება, რომელთა პროექტირებაც მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში ჩაუტარდება ექსპერტიზა. შედეგად, #19 დაწესებულების ტერიტორიაზე გაიხსნება 680-კაციანი და 140- კაციანი დახურული ტიპის ორი დაწესებულება. ხოლო #15 დაწესებულების, ე.წ. ძველი ზონის ტერიტორიაზე − 120-კაციანი დახურული ტიპის დაწესებულება,“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.