რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველიც იქნება

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველობა მაღალყოვლადუსამღვდელოეს რუსთველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს დაევალა.

აღნიშნულ ეპარქიას ,ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ხელმძღვანელობდა,რომელიც 20 ივნისს გარდაიცვალა.

მიტროპოლიტი იოანე ეპარქიის მმართველი მანამდე იქნება,ვიდრე წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს.

ამის პარალელურად, მეუფე იოანე კვლავ რუსთავის მიტროპოლიტად რჩევა და ეპარქიაში მსახურებას განაგრძობს.