რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს რამდენიმე ქალაქში აპროტესტებენ(+ფოტო)

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს თბილისის პარალელურად, ქუთაისში და ბათუმშიც აპროტესტებენ.

აქცია ლოზუნგით, „რუსეთი ოკუპანტია“, “თავისუფლებასთან წააგებთ“, ქუთაისის მერიის წინ მიმდარებს.
აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია ოკუპანტების საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და რაიმე სესიის წაძღოლა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს ასევე აპროტესტებენ ბათუმში. მოსახლეობა ბანერებით: “რუსეთი ოკუპანტია”, “რუსეთუმეებო, ყარხართ”, “სირცხვილია” ქალაქში აქციას მართავს.