საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა და სამი მანქანა ჩაიყოლა

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა და ადგილზე გაჩერებული სამი მანქანა ჩაიყოლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.