ხობის მე-2 საბავშვო ბაღი გაქურდეს. არსებული ინფორმაიიცთ, მოპარულია ორი ტელევიზორი. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულსაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.