საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას მიმართავს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დემონსტრანტებთან მოლაპარაკებები განაგრძოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის ნაბიჯები გადადგას. მოვუწოდებთ მთავრობას დემონსტრანტების მიმართ თავშეკავება გამოიჩინოს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებას მშვიდობიანად შეიკრიბონ და თავიანთი სათქმელი თქვან, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით”- წერია განცხადებაში.
აქციის მონაწილეები აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა, მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.